გთავაზობთ ყველაზე თავბრუდამხვევ სიმაღლეებს, ვიწრო გადასასვლელებს უფსკრულებზე და სახიფათო მოსახვევებს ექსტრიმის მოყვარული ავტომოგზაურებისთვის.
* სტელვიო-პასი, იტალია
ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა ალპურმა გადასასვლელმა 60-მდე სახიფათო მოსახვევით გაითქვა სახელი. მართალია, თავად მოსახვევები ნებისმიერი მძღოლისთვის მარტივად დასაძლევია, მაგრამ ხშირმა მეწყერებმა და ზვავებმა ტრასას მეტად არასაიმედოს რეპუტაცია შეუქმნა.
* ”დრაკონის კუდი”, აშშ
18-კილომეტრიანი გზა, რომელიც 318 მოსახვევს აერთიანებს, ბაიკერებისა და ავტომოყვარულების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ”ატრაქციონია”.
* სედლ-როუდი, ჰავაი, აშშ
ხშირმა ნისლმა, უსწორმასწორო ასფალტმა და ცალმხრივი გადასასვლელების გრძელმა ჯაჭვმა, ჰავაის ტრასას ისეთი ცუდი რეპუტაცია შეუქმნა, რომ ავტომობილის გამქირავებლები მძღოლებს ამ გზით სარგებლობას უკრძალავენ.
* ტროლსტიგენი, ნორვეგია
მართალია, ”ტროლების კიბედ” წოდებულ ტრასაზე მონსტრები არ შეგაშინებენ, მაგრამ ციცაბო სერპანტინი აუცილებლად გაიძულებთ გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე. მკვეთრი მოსახვევები, ხიდი ჩანჩქერზე და ცალმხრივი მოძრაობა ტრასის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნამდვილი გამოცდაა ავტო-ტურისტებისთვის.
* SR1, კალიფორნია, აშშ
ოკეანისა და კლდეების თავზე, 90 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმულ ბიკსბი-კრიკის ხიდის ვიწრო გადასასვლელების მთელი ჯაჭვის გავლას მართლაც განსაკუთრებული გამბედაობა უნდა, რასაც ყველა ვერ გარისკავს.
* იუნგასის გზა, ბოლივია
ტრასის არაოფიციალური სახელი – ”სიკვდილის გზა” თავად მეტყველებს ყველაფერზე. ტრასის ყველაზე ვიწრო მონაკვეთებში მხოლოდ ერთ ავტომობილს შეუძლია გავლა და ისიც უფსკრულიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ წელიწადში აქ საშუალოდ 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
* გუოლიანის გვირაბი, ჩინეთი
გზა პოეტური სახელით ”ადგილი, სადაც არ შეიძლება შეცდომის დაშვება”, 1970-იან წლებში სოფელ გუოლიანის 13 მოსახლემ გათხარა საკუთარი ხელით. გზა ორმხრივი მოძრაობით ქვის უფსკურულის თავზე, ყოველთვის აოცებს მძღოლებს თავისი მოულოდნელი მოსახვევებით.