მსოფლიოს ყველაზე კეთილმოწყობილ ქვეყანათა სიაში 6 ევროპული სახელმწიფო მოხვდა. საერთაშორისო კომპანია BCG-მ საინტერესო რეიტინგი შეადგინა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება ნორვეგიას მიაკუთვნა. შემდეგი პოზიციები შვეიცარიამ და ისლანდიამ დაიკავეს. რაც შეეხება ევროპას, მას სიაში მხოლოდ მე-4 პოზიცია ერგო და ლიდერი – ლუქსემბურგი გახდა. გარდა ლუქსემბურგისა რეიტინგში ასევე – დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია და ჰოლანდიაც მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპციალისტებმა სულ 152 სახელმწიფო განიხილეს და საუკეთესოები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინეს, როგორიცაა – მოსახლეობის შემოსავალი, ეკონომიკური სტაბილურობა, დაკავებულობა, განათლების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვა.