LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე პატარა მუზეუმი ტელეფონის ჯუხურში გაიხსნა

76

იორკშირის საგრაფოს პატარა ქალქ უორლიში, ახალი მუზეუმი ტელეფონის ჯიხურში გაიხნა. მუზეუმში ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია გაეცნოს ქალაქის ისტორიას, მიიღოს ინფორმაცია მის უძველეს და ყველაზე ცნობილ მკვიდრებზე, დაათვალიეროს რეტრო-ფოტოები და პირადი ნივთები არქივიდან. ექსპოზიცია სამ თვეში ერთხელ განახლდება. მართალია, ღირსშესანიშნაობა სულ რამდენიმე დღისაა, მაგრამ ქალაქის მოსახლეობაში ის მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

”მუზეუმის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ვერაფრით გადავწყვიტეთ რა მოგვეხერხებინა ტელეფონის მოძველებული ჯიხურისთვის. მე მუზეუმთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავ რამდენად ბევრი ადამიანია დაინტერესებული ჩვენი ნოვაციიათ”, – აღნიშნა უორლის ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელმა კეტრინ გალაჰერმა.

მუზეუმში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა. უორლის ადმინისტრაციამ უკვე გაგზავნა განაცხადი გინესის რეკორდების წიგნში და მათი ტელეფონის ჯიხურის, მსოფლიოს ყველაზე პატარა მუზეუმად ცნობა მოითხოვა.

d59dcb520a90bd87328ba5a5867a876c73ebe194

https://www.cntraveller.ru/news/samyy-malenkiy-muzey-v-mire-v-telefonnoy-budke

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები