LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბეგი ახალ წელს საკუთარ ჭერქვეშ შეხვდება!..

28

13 ივნისის წყალდიდობის დროს ბეჰემოტმა ბეგიმ თბილისის ქუჩებში ისეირნა, ხალხმა კი ის მშვიდობიანად დაუბრუნა ზოოპარკს. შემდეგ იყო კიდევ ერთი დიდი გასეირნება, მსოფლიო პრესის ფურცელბზე. ახლახან „თაიმმა“, ბეგის ფოტო წლის ფოტოებს შორისაც დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულმა ცხოველმა კი მცირე ხნის წინ ახალი ბინა მიიღო. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდი წერს.

„ჩვენმა ბეგიმ ახალი ბინა რომ მიიღო, გეცოდინებათ ალბათ უკვე. შავი, ან თეთრი კარკასი კი არაა, დასრულებული რემონტითაა. გათბობაც აქვს და თბილი წყალიც. ჰოდა, ახლა ყინვა აღარ აშინებს. გაისეირნგამოისეირნებს გარეთ და სიცივე რომ შეაწუხებს, ჩაბუყბუყდება დიდ, თბილ აბაზანაში, ილბობს მსუქან ფერდებს და თან მღერის: „ყინვა მე რას დამაკლებს, დამაკლებს, დამაკლებს“…

ბეგის ზამთრის ვოლიერის ასაშენებლად საჭირო თანხა თბილისის მერიამ გამოყო. მშენებლობისთვის ცოტა დრო იყო. ზამთრის სიცივის დადგომამდე უნდა მოგვესწრო. დროის სიმცირის მიუხედავად, დროებითი თავშესაფრის კვალობაზე მშვენიერი აპარტამენტი გამოვიდა. ნიფნიფისა და ნუფნუფის სახლებივით ფარღალალა კი არაა, ერთი სულის შებერვით რომ წაიქცევა. ნაფნაფის ქვის სახლივით მყარი და საიმედოა.

აი, ასე დასრულდა სპილოების მდგმურობის რამდენიმეთვიანი პერიოდი. სპილოებიც გაფართოვდნენ და ბეგიც საკუთარ ჭერქვეშ შეხვდება ახალ წელს“ – გვამცნობს თბილისის ზოოპარკის „ფეისბუქ-“გვერდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები