ბავშვებისთვის განკუთვილი ნივთების მწარმოებელმა კომპანია Maxi-Cosi-მ, რომელიც კანადური კორპორაცია Dorel-ის საკუთრებაა, ბავშვის სავარძელი წარმოადგინა, რომელსაც უსაფრთხოების ბალიშები აქვს ჩამონტაჟებული. სიახლე, სახელწოდებით AxissFix Air უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და ის 550 ფუნტი სტერლინგი ღირს.
ავტოსავარძელი ფრანგულ კომპანია Helite-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც უსაფრთხოების მობილური ბალიშების შექმნით არის დაკავებული. ის ორი აირბაგით არის აღჭურვილი, რომლებივ მხრებზე გადმოსულ სალტეებშია დატანილი. ავარიის შემთხვევაში მათ 0,05 წამი სჭირდებათ სრული გახსნისათვის.
სავარძლების ცდებმა აჩვენა, რომ ფრონტალური შეჯახებისას, ის დარტყმის ძალას 55%-ით ამცირებს ჩვეულებრივ დამჭერ მოწყობილობებთან შედარებით. მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას ჯერ არ გეგმავს და არ აპირებს უსაფრთხოების ბალიშებით სხვა სავარძლებიც აღჭურვოს. ნაცვლად ამისა, ის გეგმავს ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.