LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველმა ელექტრო ყველგანმავალმა „სიკვდილის გზაზე“ გაიარა

76

ამერიკული სტარტაპი Bollinger Motors განაგრძობს თავისი პირველი მოდელის ტესტირებას – მსოფლიოში პირველ ელექტრო ყველგანმავალს. ვიდეოში, რომელიც მარკის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა, ყველგანმავალი B1 „სიკვდილის გზაზე“ მიდის, რომელიც კოლორადოში, ინჟინირის უღეტეხილზე მდებარეობს.

„სიკვდილის გზას“ იმ მონაკვეთს უწოდებენ, რომელიც ზღვის დონიდან 3 901 მეტრზე მდებარეობს. გზა რთულია, ვიწრო გასასვლელებით, ორმოებითა და ქვებით. სიკვდილის გზამდე Bollinger-მა სხვა გამოცდებიც გაიარა.

Bollinger B1-ის სახალხო დებიუტი ზაფხულში შედგა. ავტომობილი 360 ცხენის ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 60 ან 100 კილოვატ/საათიანი ელემენტებისგან იკვებება. სვლის მარაგი პირველ შემთხვევაში 190 კილომეტრია, ხოლო მეორე შემთხვევაში 320 კილომეტრი.

2018 წელს კომპანია პირველ შეკვეთებს მიიღებს, კლიენტები კი 2019 წლის თებერვალში შეძლებენ შეკვეთის მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები