LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის“ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

113
kia

ნიუ იორკში კონკურსის „მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის“ გამარჯვებული დაასახელეს. წელს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება Kia EV9-ს ხვდა წილად. გარდა ზემოთ ხსენებული ჯილდოსი, მოდელს საუკეთესო ელექტროქარის ტიტულიც მიანიჭეს. Kia-ს დიდი კროსოვერი, რომლის ფასიც აშშ-ში 55 ათასი დოლარიდან იწყება, პირველი ადგილისთვის BYD Seal-თან და Volvo EX30-თან ერთად იბრძოდა.

Hyundai-მ, რომელიც ზედიზედ ორი წელი იმარჯვებდა, ამჯერად პირველი ადგილი Kia-ს დაუთმო. თუმცა, ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც Ioniq 5 N-იც, რომელიც საუკეთესო სპორტულ ავტომობილად დაასახელეს. თანაც, ამ უკანასკნელმა BMW M2-ს და XM-ს აჯობა.

Ioniq 5 N – დღეს ყველაზე „ცხელი“ Hyundai-ა. მისი ელექტრო ძრავები 650-მდე ცხენის ძალას ავითარებენ, 0-დან 100 კმ-მდე გასახურებლად კი 3,4 წამი სჭირდებათ.

საუკეთესო საქალაქო ავტომობილად კროსოვერი Volvo EX30 დაასახელეს: ჟიურიმ მოდელი „მაღალი განვლადობის და მცირე ზომის ძარის“ გამო გამოარჩია. Volvo-ს მოწინააღმდეგეები BYD Dolphin და Lexus LBX იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები