LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყინული დნობას აგრძელებს და დედამიწა სერიოზული საფრთხის წინაშეა

109
9752e884b8ea9c44099779d903b76c748562fe1e

მსოფლიოში უკვე მესამე წელია ყინულოვანი მასა სწრაფად დნობას აგრძელებს, რაც დედამიწას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაავრცელა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, მყინვარის შენარჩუნება – ფაქტობრივად გადარჩენის საკითხია და ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური აუცილებლობაა.

275 ათასი მყინვარი 700 ათასამდე კვადრატულ მეტრს ფარავს, თუმცა კლიმატის ცვლილების გამო ეს ფართობი სწრაფად მცირდება. ამ დროისთვის უკვე 450 მილიარდ ტონამდე ყინულოვანი მასაა დაკარგული.

ექსპერტთა შეფასებით, თუკი ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, ბევრი მყინვარი უბრალოდ გაქრება. მყინვარები მსოფლიო წყლის მარაგის 70% -ს მოიცავს და მათი გაქრობა მილიონობით ადამიანს წყლის გარეშე დატოვებს. ეს კი სამყაროს ახალი კატასტროფის წინაშე დააყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები