მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. კომპანია Stratolaunch Systems-მა უზარმაზარი ხომალდის ტეტს-დრაივის ვიდეო ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდის სპეციალისტებმა შეძლეს და შექმნეს ლაინერი, რომლის ფრთების ზომაც არც მეტი არც ნაკლები – 117 მეტრია. ეს კი მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს. იმისათვის, რომ Stratolaunch Model 351-ის სტბილურობა შეენარჩუნებინათ ექსპერტებმა მას ბორბლების დამატებითი სისტემა დაუყენეს.
რაც შეეხება პირველ ტესტ-დრაივს, თვითმფრინავს საფრენ ბილიკზე გავლა მოუხდა, აფრენით კი ის ჯერ-ჯერობით არ აფრენილა.
აღსანიშნავია, რომ მოდელის აგება ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ დაიწყო, თუმცა აუდიტორიას მისი ნახვის საშუალება მხოლოდ 2017 წელს ქონდა.