LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს 85 მილიონ ევროდ ყიდიან

34
ferrari

ონლაინ მოედანზე autoscout24.com გამოჩნდა განცხადება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის, 1962 წელს გამოშვებული Ferrari 250 GTO-ს გაყიდვის შესახებ. განცხადების მიხედვით, საუბარია სწორედ იმ ეგზემპლარზე, რომელიც 2018 წელს 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამჟამად ლოტის საწყისი ღირებულება 85 მილიონ ევროა და თუკი ვაჭრობა შედგება, 250 GTO ყველაზე ძვირადღირებული მანქანის სტატუსს კიდევ უფრო გაიმყარებს.

განცხადებას მანქანის რეალური ფოტოები არ აქვს დართული. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავტომობილი ამჟამად ესპანეთში, ერთ-ერთ კერძო დილერთან ინახება. თანაც, ეგზემპლარმა Ferrari Classiche-ს დანაყოფის სპეციალისტების შემოწმება უკვე გაიარა.

საინტერესოა, რომ ორიგინალური მოდელი 1962 წლიდან 1964 წლამდე პერიოდში გამოდიოდა და მისი ტირაჟი მხოლოდ 36 ეგზემპლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები