LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული აეროპორტი დუბაის აქვს

33

მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული აეროპორტი დუბაის აქვს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე დატვირთულის წოდება 2016 წელსაც არ დათმო და კვლავინდებურად ლიდერია.

საჰაერო გადამყვანი გასულ წელს 83,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე – 78 მილიონზე, 7,2%-ით უფრო მეტია. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა დუბაის აეროპორტზე დეკემბრის თვეში იყო და მაშინ იქიდან 8 მილიონადე ადამიანი გაფრინდა.

რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, მათ შორის ყველაზე მეტი ინდოეთის, საუდის არაბეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები