არაერთი სატრანსპორტო საშუალება გვინახავს გამარიაჟებული, თუმცა ჯერჯერობით ეს ავტომობილი მსოფლიოში საუკეთესოა. “Nissan GTR” დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო სპორტული ავტომობილის წოდებას, მის გამარიაჟებას არაერთი ცნობილი მრბოლელი თუ ფირმა ცდილობს, მაგრამ კრიტიკოსები “Liberty Walk’s”-ის მიერ „დატუნინგებულ“ „გოძილას“ საუკეთესოდ მიიჩნევს.
რატომ ჰქვია ამ მოდელს გოძილა? პირველ რიგში იმიტომ, რომ მას აქვს 3.8 ლიტრიანი ტვინ-ტურბო, V6 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 550 ცხენის ძალაა, გარდა ამისა, ის ვიზუალითა და ინტერიერითაც საკმაოდ გამორჩეულია, ხოლო „Liberty Walk Body Kit”-ით ის მართლაც, რომ იდეალური ავტომობილია.
გამარიაჟებულ „გოძილას“ ვანკუვერის ქუჩებში შეხვდებით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის თქვენი აღტაცების საგანი ნამდვილად გახდება. მანამდე კი, სანამ ვანკუვერში მოვხვდებით, სურათების დათვალიერებას დავჯერდეთ: