მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრამვაი მგზავრების მომსახურებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ტრამვაი დასაწყისისთვის გერმანიის რამდენიმე ქალაქში გამოჩნდება, მომავალი წლიდან კი საქალაქთაშორისო მარშრუტებსაც მოიცავს.
ტრამვაის სიგრძე 58,61 მეტრია, 368 მგზავრზეა გათვლილი და საათში 80 კილომეტრის განვითარება შეუძლია.
ასეთ ტრამვაის სხვა ფორმებშიც გამოუშვებენ – 30 მეტრიანს და 40 მეტრიანს. 40 მეტრიანი და 60 მეტრიანი შესაძლოა 2 ნაწილად გაიყოს, რათა მათი ტექნიკური უზრუნველყოფა უფრო ადვილი იყოს.
უფრო გრძელი და ტევადი ტრანსპორტი გზების განტვირთვის საშუალება იქნება და გარემოში მავნე გამონაბოლქვსაც შეამცირებს.