LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს ჩინური ავიაკომპანია შეასრულებს

108
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს ჩინური ავიაკომპანია შეასრულებს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და თან პირდაპირი ავიარეისი ერთმანეთთან შანხაის და ბუენოს-აირესს დააკავშირებს და მას ჩინური ავიაკომპანია china eastern Airlines შეასრულებს. დედამიწის ორი უკიდურესი წერტილის დამაკავშირებელი ფრენის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

როგორც ავიაკომპანია აზუსტებს, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ჩასვლას 25,5 საათი დასჭირდება, პირიქით – 29 საათი. აღსანიშნავია, რომ ორივე მარშრუტი ითვალისწინებს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეეძლებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ რეისი კი პირდაპირია, თუმცა მაინც შესვენებით.

რაც შეეხება ხანგრძლივობას, ამჟამად აღნიშნულ მარშრუტზე რამდენიმე ფრენა სრულდება და ისინი 31-33 საათამდე დროს საჭიროებენ.

ახალ რეისს კი Boeing 777-300ER მოემსახურება, კვირაში 2-ჯერ სიხშირით. პირველი ფრენა 4 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები