კომპანია IIHS, რომელიც ქრაშ ტესტების ჩატარებითაა დაკავებული, აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო პიკაპის შესახებ.
IIHS საავტომობილო სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობს. გავრცელებული ინოფრმაციის თანახმად, ავტომწარმოებლების უმეტესობა მუდმივად ადევნებს თვალყურს მათ მიერ ჩატარებულ ქრაშ ტესტებს და თავის მხრივ, IIHS მუდმივად უგზავნის მათ რეპორტებს, სადაც შესულია ცნობები არსებული დეფექტების შესახებ.
IIHS-მ კვლევაში თითქმის ყველა ავტომწარმოებლის სერიულ წარმოებაში არსებული პიკაპები გამოიყენა. მათი ტესტირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ამერიკული Ford F-150 გახდა. მეორე ადგილზე Chevrolet Silverado 1500 გავიდა, ხოლო GMC Sierra 1500 მესამე ადგილს დასჯერდა. სრული სია კი ასე გამოიყურება: