LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ შეიმუშავა

11

საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ შეიმუშავა.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას.

მისი განმარტებით, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ.

”ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

fortuna.ge