შაბათ-კვირას ყველა მატჩი „შაპეკოენსეს“ დაღუპული წევრების საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.
ასევე იქნება ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თამაშებზე მომდევნო კვირაში.
ფიფას საბჭომ წუთიერი დუმილის საკითხი შეათანხმა.
ყველა მოთამაშეს ვთხოვთ შავი სამკლაური გაიკეთონ, – ნათქვამია ფიფას ტვიტერზე.
როგორც ცნობილია, „შაპეკოენსე“ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე სამგზავრო რეისით მიემგზავრებოდა. ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა. მათ შორის სამი ფეხბურთელი. სული კი 71 მგზავრი დაიღუპა. კლუბის ცხრა ფეხბურთელი გადარჩა, რადგან განაცხადში ვერ მოხვდნენ.