ლიონელ მესი ბარსელონაში რესტორანს გახსნის, რომლის ფართობი ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი რესტორატორი ძმასთან ერთად გახდება.
ლეო და როდრიგო მესი ესპანეთში ცნობილ რესტორატორებს – ძმებ იგლესიასებს შეუმხანაგდნენ. მესის რესტორანს Bellavista del Jardin del Norte ერქმევა. როგორც Sport.es იუწყება, შიდა დიზაინი ქალაქის სტილში იქნება შესრულებული. იგეგმება სხვადასხვა ზონების მოწყობა – ეკლესიის, საპარიკმახეროს, საგაზეთო ჯიხურების, მოედნის და ა.შ. მიხედვით.
რესტორანში ასევე იქნება მაგიდის ფეხბურთი, სათამაშო ავტომატები და ლეოს მიერ მოგებული ტროფეების რეპროდუქცია.