LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ვარსკვლავეთი ერთად: ცნობილი სპორტსმენები ქველმოქმედებისთვის შეიკრიბნენ და შუმახერის საპატივსაცემოდ ითამაშეს

54
PHILIPPREINHARD.COM_ING_C4C_2019-2059-1030x688

სახელგანთქმული სპორტსმენები ერთად შეიკრიბნენ, რათა საქველმოქმედო ფონდებისთვის ფული შეეგროვებინათ.

ფრანკურტში უჩვეული ფეხბურთი იყო. სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები მოედანზე ერთდ გავიდნენ და ყოველწლიური მატჩი ითამაშეს მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის საპატივსაცემოდ.

ერთი გუნდის კაპიტანი შუმახერის ვაჟი მიკი იყო, ოპონენტების გუნდს კი ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი კაპიტნობდა, რომელმაც მეკარის ხელთათმანები მოირგო.

მიკ შუმახერის გუნდი ფონდ Keep Fighting Foundation-ს წარმოადგენდა, ხოლო ნოვიცკი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით გამოდიოდა. მატჩი შუმახერის გუნდმა 11:10 მოიგო, თავად მიკმა სამი გოლი გაიტანა.

დუბლი გაიფორმა ავტომრბოლელმა სებასტიან ფეტელმა.
ნოვიცკიმ კი 11-მეტრიანი გააფუჭა, რენე ადლერმა აუღო.

Champions for Charity-ის წლევანდელ მატჩში მონაწილეობდნენ: მატს ჰუმელსი, ტიმო ვერნერი, კევინ ტრაპი, ლუკას პოდოლსკი, სამი ხედირა, სიმონ როლფესი, შტეფან კისლინგი, ჯერალდ ასამოა, ჯოვანი ელბერი, ქალი ფეხბურთელი ლაურა ფრეიგანგი.

ფეხბურთელების გარდა თამაშობდნენ „ფორმულა 1“-ის აღმასრულებელი დირექტორი სტეფანო დომენიკალი, „ფ1“-ის ჩემპიონი მიკა ჰაკინენი, ყოფილი პილოტი დევიდ კულტჰარდი და ბევრი სხვა პილოტი თუ სხვა სახეობის წარმომადგენელი.

შეგროვდა 100 ათასი ევრო. ეს თანხა გადაეცა შუმახერის ოჯახს (Continue Fighting Foundation) და ნოვიცკის ფონდს (41 Campus).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები