LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკივნეული ინექციები უახლოეს მომავალში შესაძლოა ვაქცინის კანზე წასმით შეიცვალოს

105
Screenshot 2025-10-07 102414

არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მედიცინაში ნამდვილი რევოლუცია მოხდეს – ვაქცინაცია აღარ იქნება ინექციებით, არამედ უბრალოდ კანზე ვაქცინის შეზელვით, როგორც მაგალითად მასაჟის ზეთი. სიახლის შესახებ KCL წერს.

ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა კანზე მსგავსს „მასაჟს“ იმუნური სისტემის გააქტიურება ისე, როგორც ეს ხდება კუნთში ინექციის დროს.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის კანზე წასმა არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ ინექციებზე გაცილებით უკეთაც მუშაობს. კანზე “მასაჟის მსგავსი მოძრაობები” ხსნის თმის ფოლიკულებს, რომლითაც ვაქცინა ორგანიზმში ხვდება.

წარმოდგენილი მონაცემები ეხება მხოლოდ თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს, თუმცა მკვლევრები მზად არიან უახლოეს მომავალში ადამიანებზეც დაიწყონ კვლევა.

თავდაპირველი მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანზე რეაქცია შესაძლოა უკეთესიც იყოს. თაგვებს უფრო მეტი თმის ფოლიკული აქვთ, მაგრამ ადამიანური ფოლიკულები უფრო დიდია და შიგნით ვაქცინის მეტი მოლეკულა შეძლებს მოხვედრას.

ამ მეთოდმა შესაძლოა გაზარდოს ვაქცინაციის მასშტაბი იმ ადამიანებში, რომლებსაც ინექციების ეშინიათ. ასევე, მნიშვნელოვნად გააადვილებს ვაქცინაციას რთულად მისაწვდომ რეგიონებში, სადაც ნაკლებია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ან სტერილური ინექციების სამედიცინო ხელსაწყოები. დამატებით, ამ მეთოდით შემცირდება ნემსების მეორედ გამოყენების რისკი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ტრენინგის პრობლემებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები