ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 16 ათას ხეს დარგავენ.
საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ ათასობით ხე სტადიონების გარშემო დაირგვება.
თავიდან პატარა ხეები ქვეყნის ჩრდილოეთით, დიდ სანერგეში (880 000 კვ/მ) გაიზრდებიან, შემდეგ მას საფეხბურთო არენების სიახლოვეს გადაიტანენ. გავრცელებული ცნობით, დაირგვება 60 სხვადასხვა სახეობის მცენარე.
”ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელსაც ის აღვიქვამთ, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მემკვიდრეობას”, – თქვეს ორგანიზატორებმა.