LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნდიალზე პროტესტი იქნება: უკრაინა მსოფლიოს რუსეთის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს

15

უკრაინის საგარეო საქმთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინა ამ დროისათვის სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებთან და ნაკრებების ფანებთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მათ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს.

”შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გულშემატკივართა სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებსაც შეუძლიათ თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ გამოხატონ. იქნება ეს ბოიკოტი თუ სპეციალური განცხადებების გაკეთება უშუალოდ რუსეთში, ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში, ორივე შემთხვევაში პროტესტი იქნება”, – განაცხადა კლიმკინმა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.
უკრაინის ნაკრებმა მუნდიალის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები