რადიო „არ დაიდარდოს“ ჯგუფ „ბანის“ წევრი გიორგი ნიკოლაძე სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „შატილის ასულო“ პრემიერა შედგა.
გიორგი, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე.
მუსიკა ქეთევან ქააძეს ეკუთვნის, ტექსტი იოსებ ლონგიშვილს. სიმღერა სტუდიაში „ბრავო“ ჩაიწერა. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოვიდა.
როგორ ჩაიარა თქვენმა ტურნემ ბალტიისპირეთში?
ძალიან კარგად. უკვე მეოთხედ ვიყავით ბალტიისპირეთში. თითქმის, ყოველ სეზონზე გვიწვევენ.
რა არის ჯგუფის „ბანი“ წარმატების ფორმულა?
ჩემი აზრით, ეს არის ქართული სულის კვეთება, ერთობა… რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. საჭიროა სულის კვეთება, განწყობა, შემართება, სიყვარული…
ბანი – შატილის ასულო
აუდიოჩანაწერი