LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური პროექტის ,,დიდი სცენა” კონკურსანტებმა ცნობილი ჰიტები შეასრულეს

4703
page

მე-4 ლაივ კონცერტიც მიილია და მუსიკალური პროექტი ,,დიდი სცენა” კიდევ ერთ კონკურსანტს გამოემშვიდობა. ქეთა ჭიჭინაძისა და ანანო ჩიტაიშვილის დუელის შემდეგ, რომლებმაც ,,Simply the best” შეასრულეს, ცნობილი გახდა, რომ მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტი ქეთამ დატოვა.

მე-4 ლაივ კონცერტზე კონკურსანტები არც ისე მარტივ დავალებას გაუმკლავდნენ. მათ მაყურებლის წინაშე მსოფლიო ჰიტები შეასრულეს. ის კომპოზიციები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მოიპოვეს აღიარება და მსმენელს ძალიან უყვარს. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ცოტნე გელოვანისთვის უკვდავი ჰიტის Billie Jean-ის შესრულება, რადგან მე-4 ლაივის ლიდერი სწორედ ის გახდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით კი აუთსაიდერების რიგებში კიდევ ერთხელ მოხვდა ანანო ჩიტაიშვილი და მარიამ ქაჯაია.

ვინ იქნება შემდეგი, ვინ დატოვებს პროექტს და ვინ იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის, ეს ყველაფერი შემდეგ კვირას, რუსთავი 2-ის ეთერში გახდება ცნობილი. ,,დიდი სცენა” მაყურებელს 22:00 საათიდან ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები