მზის ელემენტზე მომუშავე პირველი თვითმფრინავი შვეიცარიაში გამოსცადეს. ინოვაციური ხომალდი, რომელიც ფრენისას მხოლოდ გადამუშავებულ მზის ენერგიას იყენებს, კომპანია SolarStratos-მა ააგო და სატესტო ფრენაც წარმატებით დაასრულა. თვითმფრინავმა 300 მეტრის სიმაღლეზე 7 წუთი დაჰყო და საფრენ ბილიკს დაუბრუნდა.
ექსპერტთა შეფასებით, სიახლე კაცობრიობის ისტორიაში გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა საფრენ აპარატს 25 ათასი მეტრის სიმაღლეზე ასვლაც შეუძლია. თვითმფრინავი კოსმოსის შესწავლას უფრო ადვილს გახდის და საწვავზე მომუშავე ანალოგებს ძალიან მალე ჩაანაცვლებს. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდს არა მხოლოდ კოსმოსში არამედ დედამიწაზეც აქტიურად გამოიყენებენ.