LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადალის საიუბილეო 750-ე გამარჯვება

31

რაფაელ ნადალმა “US Open”-ის 1/32-ფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა, რაც ესპანელისთვის ერთეულთა თანრიგში კარიერაში 750-ე გამარჯვებაა. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მოგებული მატჩების რაოდენობით, ესპანელს მხოლოდ და მხოლოდ როჯერ ფედერერი უსწრებს, რომელმაც კარიერის მანძილზე 1042 თამაში მოიგო.

გთავაზობთ 11 საუკეთესო ჩოგბურთელს ATP-ის ტურში გამარჯვებების მიხედვით:

1) ჯიმი კონორსი – 1254 გამარჯვება
2) ივან ლენდლი – 1071
3) როჯერ ფედერერი – 1042
4) გილერმო ვილასი – 928
5) ჯონ მაკინროი – 875
6) ანდრე აგასი – 870
7) სტეფან ედბერგი – 801
8) ილიე ნასტასე – 774
9) პიტ სამპრასი – 762
10) რაფაელ ნადალი – 750
11) ნოვაკ ჯოკოვიჩი – 662

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები