LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაიფიიდო – ქალაქი, სადაც დიდხანს ვერავინ ძლებს

155

მსოფლიოში არსებობს ერთი ძალიან თანამედროვე, მდიდრული ქალაქი, რომელიც ნიუ-იორკზე 6-ჯერ დიდია, თუმცა იქ თითქმის აღარავინ ცხოვრობს. მიტოვებული ქალაქები და მათთან დაკავშირებული საშინელებათა ისტორიები თითქოს ფილმის სცენარს უფრო ჰგავს, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქ ნაიფიიდოს შემთხვევა სწორედ ასეთია.

მიანმარის დედაქალაქის შესახებ ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია და უფრო ცოტას თუ უნახავს. ქალაქი წინა საუკუნეში შეიქმნა და მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თანამედროვე ეპოქის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ულამაზესი ბაღები, ცათამბჯენები, wifi ქუჩაში, გიგანტური მაგისტრალი და ა.შ. ერთადერთი რამ რაც ნაიფიიდოს აკლია არის – ხალხი. ექსპერტები ამ ფაქტს სხვადასხვა ახსნას უძებნიან, თუმცა ერთი რამ ფაქტია – ულამაზეს ქალაქში დიდხანს ვერავინ ძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები