LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახატი, რომელიც 400 წლისაა და საკუჭნაოში იპოვეს, მილიონობით დოლარად შეფასდა

116
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_220419100051-01-dutch-master-artwork-uncovered-australia

ავსტრალიაში, მუზეუმის საკუჭნაოში იპოვეს ტილო, რომელიც 400 წლის წინაა შესრულებული. CNN-ის ინფორმაციით, მისი ფასი რამდენიმე მილიონი დოლარია.

XVII საუკუნის ნახატს „ნატურმორტი“ ეწოდება და მასზე მაგიდა, თეთრი გადასაფარებელი, ღვეზელი, ხორცი, თხილი, ბოთლი და ვერცხლის თასია გამოსახული. ნამუშევარს ჰოლანდიური მხატვრობის ერთ-ერთ მკაფიო წარმომადგენელს მიაწერენ, თუმცა ავტორის ავთენტურობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. სპეციალისტები სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.

ავსტრალიის ნაციონალური ფონდის წარმომადგენელთა აზრით, „ნატურმორტი“ შესაძლოა 2,9 მილიონიდან 3,7 მილიონ დოლარამდე ღირდეს. ასეთი აღმოჩენა ნამდვილად დიდი იშვიათობაა.

ტილოს შეთვალიერებას მსურველები უახლოეს მომავალში, ავსტრალიური მემკვიდრეობის ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები