LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, Chevrolet-ის პიკაპი უზარმაზარი სალონით და შიგნით ორადგილიანი საწოლით

40
chevrolet

ამერიკაში იყიდება უჩვეულო პიკაპი Chevrolet S-10, 1984 წლის მოდელი. ავტომობილის მთავარი მახასიათებელი გაზრდილი საბურავების ბაზაა, რომლის დამსახურებითაც სალონი მაქსიმალურად კომფორტული გამოვიდა. „გაზრდილი“ პიკაპისთვის გამყიდველი 10 800 დოლარს ითხოვს.

მანქანის უკანა ნაწილში 2 უზარმაზარი სავარძელი განთავსდა და ეს სავარძლები სურვილის შემთხვევაში იშლება და ორ ადგილიან საწოლად ტრანსფორმირდება.

უკანა ფანჯრებთან საკმაოდ სქელი ფარდებიცაა განთავსებული, რათა მგზავრებმა მშვიდად დასვენება შეძლონ. ამასთან, სალონში მოხვედრა მხოლოდ ერთი კარითაა შესაძლებელი და ეს კარი „თოლიის ფრთის“ სტილში იღება.

მანქანის კაპოტის ქვეშ 2,8 ლიტრის მოცულობის ბენზინის V6 ძრავაა განთავსებული და აგრეგატი 110 ცხელის ძალას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები