LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი კარტოდრომი

51

კანადურ პროვინცია ონტარიოში პირველ ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში უმსხვილესი კარტოდრომი Niagara Speedway გაიხსნება. მისი განსაკუთრებულობა მრავალდონიანი არქიტექტურა და სპირალური ასასვლელია 12 მეტრიანი დაშვებით.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დახურული კარტოდრომი ამერიკულ მონტვილში მდებარე NASKART-ია. მისი ფართობი 10,2 ათასი კვადრატული მეტრია. შენობის შიგნით ორი ტრეკია, რომლებიც რამდენიმე სართულზეა განთავსებული. ამ კარტდრომზე მხოლოდ ის კარტები რბოლობენ, რომლებიც ელექტროძრავებით არიან აღჭურვილნი.

რაც შეეხება კარტოდრომ Niagara Speedway-ს, მისი სიგრძე 610 მეტრია. მის ასაშენებლად 270 ტონა ფოლადი 4459 ტონა ბეტონი და 10 000 ჭანჭიკი დაიხარჯა. ტრეკზე ერთდროულად 36 კარტი დადის. მათი მაქსიმალური სიჩქარე გარკვეულ მონაკვეთებზე 24 კმ/საათს შეადგენს. ერთი სარბოლო სესიისთვის 5 წუთია გამოყოფილი, ამ დროში სამი წრის გავლაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები