LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ Ferrari LaFerrari-ის ძალიან მტვრიანი დრიფტი

48

ნახეთ Ferrari LaFerrari-ის ძალიან მტვრიანი დრიფტი. ვიდეოს ავტორი იტალიელი ავტომოყვარული ფლორიან მერკსი გახდა და დრიფტის დროს სუპერქარს ის თავად მართავს. კადრები ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული და ჰიბრიდული Ferrari თავის დავალებას არაჩვეულებრივად ასრულებს.

Ferrari-ს ტექნიკური დეტალები – 6,3 ლიტრის მოცულობის V12 ძრავსა და ელექტრო ძრავს გულისხმობს და მათ ერთობლივად 963 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ. 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარება მოდელს 2,8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქსელში Bugatti Veyron-ის დრიფტიც გავრცელდა და მისი ავტორი Royalty Exotic-ის გუნდი გახდა. კადრები ამ შემთხვევაშიც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები