LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, Lamborghini Countach რომელიც 20 წლის განმავლობაში პირველად გარეცხეს

60
lamborgini

ამერიკულ ტუნინგ-ატელიეს მიეცა შანსი, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ავტომობილთან ემუშავა. ხელოსნების ხელში აღმოჩნდა იტალიური სუპერქარი Lamborghini Countach, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში ინახებოდა. მიუხედავად ასეთი რთული გამოცდისა, კუპემ ყველა დაბრკოლება გადალახა და ღირსეულ ფორმასაც დაუბრუნდა.

2021 წელს მოდელმა ნახევარ საუკუნიანი იუბილე იზეიმა. მარჩელო განდინის წითელი კონცეპ-ქარი სერიულ მოდელად იქცა და 1990 წლამდე გამოდიოდა. ამ პერიოდის განმავლობაში 2 ათასამდე სუპერქარი გამოუშვეს, სულ სხვადასხვა მოდიფიკაციის.

1982 წელს დაბადებულმა კუპემ 4,8 ლიტრის მოცულობის ძრავა მიიღო და საბაზისო მოდელისგან განახლებული ინტერიერითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად 20 წლიანი უძრაობისა მოდელის ტექნიკური მაჩვენებლები მშვენივრად შენარჩუნდა, უბრალოდ ის ძალიან ძალიან დასვრილი იყო. სპეციალისტებმა მის გაწმენდას ძალიან დიდი დრო მოანდომეს და საბოლოოდ არაჩვეულებრივი შედეგიც მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები