ათენის ცენტრში შეამჩნიეს კლასიკური Mini, რომელიც მიწისქვეშა პარკინგიდან 30 წელი არ გამოუყვანიათ. გამვლელებმა Mini Classic მოტოციკლეტ Yamaha-სთან ერთად დაპარკინგებული გადაიღეს. ორივე სატრანსპორტო საშუალება ჭუჭყის სქელი ფენით იყო დაფარული, ჟურნალისტებმა კი დაადგინეს რომ მათი მფლობელი გარდაიცვალა.
ჰეჩბეკი Mini მართლაც ძალიან ცუდად გამოიყურება – საბურავები დეფორმირებული აქვს, ფანჯრები დამტვრეული, დეფორმირებულია რადიატორის ბადეც და ფარები საერთოდ ამოღებულია. ბუნებრივია, ასეთ მოდელს არანაირი ღირებულება არ აქვს, ამიტომ მისი უტილიზაცია უბრალოდ დროის საკითხია.
მოტოციკლეტს უფრო მეტად გაუმართლა, თუკი ჭუჭყსა და ჟანგს არ მივაქცევთ ყურადღებას, Yamaha არც თუ ისე ცუდად გამოიყურება.