LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, მსოფლიოში ყველაზე შავი Porsche 911

48
porsche

ტრადიციულად, ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ფერებად თეთრი, ვერცხლისფერი და შავი ითვლება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მსგავსი შეფერილობები ავტომფლობელებს მანქანების გადაყიდვას უადვილებს. თუმცა, ჩვეულებრივი ფერების უნიკალურად ქცევაც სრულებით შესაძლებელია. იაპონური ატელიეს Koyo Orinet Japan-ის დიზაინერებმა Porsche 911 წარადგინეს, მოდელი რომლის ძარაც მსოფლიოში ყველაზე შავი Musou Black-ის საღებავით შეღებეს.

ეს საღებავი მასზე მოხვედრილი შუქის მხოლოდ 0,6%-ს ირეკლავს, დანარჩენს შთანთქავს. სწორედ ასეთი ეფექტის დამსახურებით მიიღება სუპერ შავი ფერი. Porsche 911 Musou Black ორ განზომილებიანი ავტომობილივით გამოიყურება, ფაქტობრივად არც რელიეფი და არც კუთხეები არ აქვს. სპორტქარი, რომელიც ჩრდილს ჰგავს, ღამით გადასაადგილებლად ნამდვილად არ გამოდგება.

იაპონელმა ტუნერებმა საღებავი Musou Black 2020 წელს წარადგინეს. „პორშემდე“ მათ ასეთი საღებავით Mitsubishi Lancer-ის ძარა შეღებეს და გზაზე მძღოლების დაბნევა ამ მანქანასაც შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები