LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ურიკა

117
ნახეთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ურიკა

ინგლისში ყველაზე სწრაფი ბაღის ურიკა ააგეს. ყოფილი აეროდრომის საფრენ ბილიკზე მან საათში 84 კილომეტრამდე აჩქარება შეძლო. ურიკა 35 წლის მექანიკოსმა დილან ფილიპსმა შექმნა. თავიდან ყველაფერი ისე გამოიყურებოდა როგორც მორიგი ხუმრობა, თუმცა სატესტო მსვლელობის შემდეგ გასაოცარი სატრანსპორტო საშუალების Straightliners Speed Week-ზე წაყვანა გადაწყვიტა.

შემდეგ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ურიკამ სიჩქარის რეკორდი დაამყარა. როგორც ინგლისელი ფილიპსი ამბობს, ისევე როგორც ყველა სხვა გიჟური იდეა, ესეც ლუდის კათხით ხელში მჯდომს მოუვიდა თავში. ურიკა სახუმაროდ ააშენა, თუმცა სატესტო 60 კმ/სთ სიჩქარის შემდეგ მან უკვე გინესის რეკორდისკენ გადაწყვიტა წასვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები