LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ოქროს სკუტერი, რომლის ფასიც 50 ათასი დოლარია

44
სკუტერი

კომპანია Caviar-მა, რომელიც თავის თავს „ლუქს ატელიეს“ უწოდებს, ახალი პროდუქტი ულტრა მდიდრული სკუტერი Thunderball წარმოადგინა. სიახლე გასაოცარი არამხოლოდ ფასით – 50 ათასი დოლარით, არამედ – ვიზუალითაა, მისი რამდენიმე დეტალი სუფთა ოქროსგანაა შესრულებული. მახასიათებლებიც საკმაოდ შთამბეჭდავია – მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ია, ანუ თანამედროვე სკუტერებზე 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტიც კი.

ინოვაციური სკუტერი გატაცების საწინააღმდეგო სისტემით, უახლესი სამუხრუჭე სისტემით და დამატებითი აკუმულატორითაა აღჭურვილი.

ამასთან, Caviar ყველა მყიდველს iPhone 14-ის ჩუქებასაც ჰპირდება, მოდელის რომლის ბაზარზე გამოჩენაც მხოლოდ შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები