ინტერნეტში გაჩნდა რგოლი, სადაც ელექტრო ქროსოვერი, Tesla Model X მოყინულ გზაზე გაჩერებულ სატვირთოს ექაჩება. ვიდეო ჩრდილოეთ კაროლინაშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ეს შტატი სხვებზე მეტად დაზარალდა თოვლიანი ქარბუქით, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.
რგოლის აღწერაში ნათქვამია, რომ Model X-ს შეუძლია 2268 კილოგრამიანი მისაბმელი გასწიოს. ნულიდან ას კილომეტრამდე ელექტროქარი 3,1 წამში სწრაფდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ აქვს.