LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ იქმნება ავტომობილის ხმაურისგან მუსიკალური ტრეკი (ვიდეო)

70

კომპანია Slashlife Production, რომელიც ვიდეოებს იღებს, ახალი რგოლი გამოაქვეყნა. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნა მუსიკალური კომპოზიცია სხვადასხვა საავტომობილო ხმისგან.

ტრეკის შესაქმნელად კომპანიის განკარგულებაში სამი სუპერქარი იყო: Ferrari F12 N-Largo, Ferrari 430 Scuderia და Bentley Continental GT Speed.

Slashlife Production-მა ყველა ხმა ჩაიწერა – გადამრთველების მიერ გამოცემული ბგერებისგან დაწყებული, გამონაბოლქვის სისტემის ხმაურით დასრულებული. მაგალითად „ბასებზე“ „ბენტლის“ გამონაბოლქვის სისტემის „ჟღერადობა“ აგებს პასუხს, თავისუფალი სვლისას.

ტრეკის მოსმენა მთლიანად სერვის Soundcloud-ზეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები