კომპანია Magna-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სამ ძრავიანი Tesla Model S-ის გამოცდაა ასახული. ვიდეოში ავტომობილი დრიფტაობს ტრეკზე, თოვლში და ტესტირებას გადის სტენდზე.
მწარმოებელი ელექტრო მოწყობილობაზე მუშაობს სახელწოდებით etelligentDrive. Model S-ის სატესტო ეგზემპლარის უკანა ღერძე ორი ძრავი მუშაობს ერთი კი წინაზე. თითოეული ძრავი 140 კილოვატს გამოიმუშავებს. სუმარული სიმძლავრე 571 ცხენის ძალას აღწევს.
როგორც Magna-ში აღნიშნავენ, მოწყობილობა იმდენად კომპაქტური გამოვიდა, რომ იმდენივე ადგილს იკავებს, რამდენსაც ჩვეულებრივი Tesla Model S-ის ორი ძრავი. ინჟინრები ამბობენ, რომ Tesla Model S-ის ბაზაზე აწყობილი პროტოტიპის პრემიერა მომავალ წელს, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES-ზე შედგება.
https://www.youtube.com/watch?v=y1J2k__cCwk