ბარსელონაში Seat-ის ძველი ავტომობილების საიდუმლო საცავი, კოდური სახელწოდებით „საწყობი A122” იპოვეს. ტერიტორიაზე ინახება მანქანები, რომლებსაც ესპანელი ინჟინრები 7 ათწლეულის განმავლობაში ამზადებდნენ. წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებს ძვირადღირებული რესტავრაცია ესაჭიროებათ. აღდგენის შემდეგ ესპანური ავტომობილები მუზეუმებში ან კერძო კოლექციებში მოხვდებიან.
Seat-ის ისტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი კატალონიურ საწყობს „ჟანგის ზონას“ უწოდებს. საცავის ტერიტორიაზეა ათობით ვინტაჟური მოდელი, რომელიც რესტავრაციის თავის რიგს ელის. ამასთან, ავტომობილები ჭუჭყის დიდი ფენით არიან დაფარული, ზოგიერთს არ აქვს ფარები და ექსტერიერის სხვა ელემენტები.