LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახონ სხვებმაც ჩვენი გრანდები: ესპანეთის ჩემპიონატი სხვა ქვეყნებში გადავა

17

ესპანური გრანდები ჩემპიონატის მატჩების სხვა ქვეყანაში თამაშს აპირებენ.

ესპანური მხარე იფიქრებს იდეაზე, რათა ჩემპიონატის მატჩებზე უცხოელი გულშემატკივრის დასწრება გაიზარდოს. ესპანელებს იდეა 2017 წლის ზაფხულში, მაიამიში ჩატარებული ამხანაგური ელ კლასიკოს შემდეგ გაუჩნდა, თუმცა პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

“გასულ სეზონში ლალიგის მატჩებს მსოფლიოს მასშტაბით 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. ნათელია, რომ ლა ლიგა გლობალურია, ჩვენ კი გვსურს საერთაშორისო ჩართულობა კიდევ გავზარდოთ. ამის გათვალისწინებით, ვმსჯელობთ იმაზე, რომ ზოგიერთი მატჩი ესპანეთის საზღვრებს გარეთ გაიმართოს”, – განაცხადა ესპანეთის პირველობის პრეს სპიკერმა.

მსგავსი იდეა 2008 წელს ინგლისშიც დააყენეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 39-ე ტურის მატჩების ჩატარებას ინგლისის გარეთ აპირებდა, თუმცა გულშემატკივართა კრიტიკის გამო გადაიფიქრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები