LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ჩამოყალიბდით, წარსულს მივტირი თუ რაინდს ველი…“

28

როგორც ჩანს, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ძალიან დაიღალა იმ ჭორებით, რომლებიც მასზე ირაკლი კეიდიასთან დაშორების შემდეგ ვრცელდება, ამიტომაც სოციალურ ქსელში შესაბამისი სტატუსი დაწერა, სადაც ყველა გავრცელებულ ჭორს პასუხობს. ის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს მიმართავს:

„ქართული საიტები… ძველი ყაიდის კაცი არ მეყო, ახლა ახალმა აჯობა და გაირკვა, რომ დაშორების მერე სასმელს ვატან დარდს… ჩამოყალიბდით, წარსულს მივტირი თუ რაინდს ველი ცხენზე… ისე, სანამ ხვალ რაღაც ახალი წავიკითხე – წარსული საერთოდ არ მადარდებს და ძველი ყაიდის რაინდო, იმედია, არსად არ შემხვდები. ახალი ჭორის დაწერისას გაითვალისწინოთ, იქნებ“ – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები