LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი შვილს: „ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს…“

32

ნანკა კალატოზიშვილი ვრცელ სტატუსს სოციალურ ქსელში თავის შვილს, დანის უძღვნის და წერს, რომ არ იცის, როგორ გამოხატოს ემოცია, რასაც თავისი პატარისადმი განიცდის.

„ღამის ორ საათზე, მეძახის დანი, შევრბივარ და ამ დროს სძინავს. სავარაუდოდ, ან ვესიზმრები, ან ვჭირდები იქ, სადაც ძილში მოგზაურობს. არ ვაღვიძებ, ერთადერთი, სიახლოვეს მოფერებით ვაგრძნობინებ და ძალიან მინდა, ამ შეგრძნებით სიზმარშიც დამინახოს და დამშვიდდეს. ყველაფერთან ერთად, ძალიან მაინტერესებს, რას ხედავს, რა ესიზმრება. ყოველ დღე მის შეცნობაში ვარ და სიზმრებით ალბათ, კიდევ უფრო კარგად გავიცნობდი მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

უცებ თავისით ეღვიძება, მხედავს და ისე უხარია, რომ ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს, მიხუტებს და მეფერება სახეზე. მერე ისევ დედას ძახილით იძინებს ჩახუტებული.

საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამოვხატო ემოცია, რომელიც დანის დანახვაზე, ან მასზე ფიქრით და მისი ხსენების დროს მეუფლება. სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე და სიტყვები ამ დროს მხოლოდ აქსესუარია. კინგ დანიუს…“ – წერს ნანკა სოციალურ ქსელში.

a4612c8b-d0c5-4107-96c1-efc708dc4bf1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები