LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი მიშა სააკაშვილზე: „ის ჩემი პრეზიდენტია…“

33

ნანუკა ჟორჟოლიანი დასვენების დღეებს ძალიან აქტიურად ატარებს. ტელეწამყვანი შესამჩნევადაა გამხდარი და მშვენიერ ფორმაშია. აგვისტოს დასაწყისში ანაკლიას სტუმრობდა, სადაც „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორ, გიორგი სიგუასთან „ფეისბუქ“-ბატალიები ჰქონდა თემაზე, კარგად იყო ორგანიზებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თუ არა. საბოლოოდ, მეგობრობამ გაიმარჯვა და ნანუკამ გვერდზე გიორგი სიგუასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, შემდეგ კი სიგუამ ის შამპანურით გაწუწა.

ნანუკას „ფეისბუქ“-გვერდი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. 12 აგვისტოს გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ის ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სელფის იღებს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნანუკა წერს, რომ ფოტო ახალია, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა აღფრთოვანებულ კომენტარებს კი შემდეგნაირად პასუხობს: „He is my president“, ანუ „ის ჩემი პრეზიდენტია“. ნანუკა ასევე აღნიშნავს, რომ როგორც კი ხალხს მოუნდება, სააკაშვილი დაბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები