LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „უკვე ქმრის კანდიდატურაც ბიძინასთან უნდა შეათანხმო…“

71

ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ გვერდზე ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვას ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ნერვიულობს თამთა სანიკიძეზე და თინა ხიდაშელზე.

„ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მისი პოლიტიკოსის ცოლობა გამხდარა.

1) ვნერვიულობ თამთა სანიკიძეზე, რომელიც ბიძინას დეიდაშვილის, შმაგის ცოლია. ეს შმაგი კი, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული.

2) ვნერვიულობ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ადრე პოლიტიკური პარტიების დამფუძნებლები და წევრები იყვნენ.

3) ვნერვიულობ თავდაცვის მინისტრზე, რომლის ქმარიც პარლამენტის თავმდომარეა. მინისტრთა კაბინეტს კი ამ ქვეყანაში პარლამენტი ამტკიცებს.ყველაფერზე ვნერვიულობ, იმიტომ, რომ უკვე ქმრის კანდიდატურაც ბიძინასთან უნდა შეათანხმო ამ ქვეყანაში. ვაიმე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები