ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ტელეშოუ „ნიჭიერში“ მის გუშინდელ ჩაცმულობას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მისი თქმით, ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობას შეადარეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იდენტური ჩაცმულობაა. როგორც ნანუკა აღნიშნავს, თავიდან ვერ მიხვდა, რომელ ნუნუზე ლაპარაკობდნენ. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აზიარებს კაროლინა ჰერერას მოდელს, საიდანაც აიღო თავისი გუშინდელი ჩაცმულობა და ასევე დადო ანიტა რაჭველიშვილის ფოტოც, იმავე სამოსით.
„ისეთი ამბავი მოყვა ჩემს გუშინდელ ჩაცმულობას. ვიღაცები ფიქრობენ, რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია:) ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ. მოკლედ, მეც, ნუნუმაც და სხვამაც, ვისაც ასე ეცვა, აი, საიდან ავიღეთ მოდელი. წარმატებული დღე და ბევრი მახათი, უსაქმურებო“ – წერს ნანუკა ღიმილით სოციალურ ქსელში. იქვე აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ ხშირად მოსწონს პრემიერ-მინისტრის მეუღლის ჩაცმულობა.