45 წლის სუპერმოდელი, ნაომი კემბელი ამტკიცებს, რომ მისი წასვლა სამოდელო ბიზნესიდან ჯერ კიდევ ადრეა. მან მონაწილეობა მიიღო გულახდილ ფოტოსესიაში, რომელიც სპეციალურად მამაკაცების ჟურნალისთვის, Lui Magazine-ისთვის მოეწყო. ნაომის ხილვა ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მკითხველისთვის.
ნაომი კემბელი ბოლო დროს იშვიათად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით კი, 2009 წლის სკანდალური მოვლენების შემდეგ, როცა მოდელი პაპარაცს დაესხა თავს. ამ ინციდენტის გამო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო.