ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება მოჭარბებული ძილიანობით, არ ექვემდებარება კონტროლს და თან ახლავს კუნთოვანი სისტემის სისუსტე. ზოგჯერ გამოღვიძების დროს ვითარდება ჰალუცინაციები. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში, პოლისომნოგრაფია და ძილის ლატენტობის მრავლობითი ტესტირება. ნარკოლეფსია 2000-დან 1 ადამიანში. მისი მიზეზი უცნობია. დაავადება მთელი ცხოვრება რჩება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს.

სიმპტომები, როგორც წესი, მოზარდობისას ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში ვლინდება და მთელი ცხოვრება რჩება. პაციენტთა მხოლოდ 10%-ს აქვს ყველა სიმპტომი, უმრავლესობას – მხოლოდ რამდენიმე. ყველა მათგანს აწუხებს მოჭარბებული ძილიანობა დღისით. მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან სხვა დაავადებებსაც შეუძლია ზოგიერთი მათგანის გამოწვევა. ძილის დამბლა და მსგავსი ჰალუცინაციები ზოგჯერ ჯანმრთელ ზრდასრულებშიც გვხვდება, რომელთაც ხანგრძლივად არ სძინებიათ, აქვთ ძილის აპნოე ან დეპრესია.

სიმპტომებს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაც იწვევს. შესაბამისად, საჭიროა გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში და ლატენტობის მრავლობითი ტესტირება. ამ კვლევების დროს აკვირდებიან და იწერენ ტვინის, გულის, კუნთების, თვალების აქტივობას, სუნთქვას. ნარკოლეფსიის საბოლოოდ განკურნება არ ხდება, თუმცა, მკურნალობა ბევრ პაციენტს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება.