LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასამ მარსისთვის განკუთვნილი ყველგანმავალი წარმოადგინა

66

ნასამ მარსისთვის განკუთვნილი ყველგანმავალი წარმოადგინა. კენედის კოსმოსური ცენტრი გამოფენას „მარსის ზაფხულს“ მასპინძლობს და Mars Rover-ის პრეზენტაცია სწორედ იქ შედგა. საინტერესოა, რომ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა კომპანია Parker Brothers Concepts-მაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისთვის პროტოტიპების დამზადებითაა დაკავებული. რაც შეეხება მარს-მობილს, მისი დამზადებისას დიდი რაოდენობით ალუმინი გამოიყენეს და 8,5 მეტრის სიგრძისა და 4 მეტრის სიგანის ჯიპის წონა 2 700 კილოგრამს აჭარბებს. სალონი სულ 4 ადამიანზეა გათვლილი, უკანა ნაწილში კი მოძრავი ლაბორატორიაა განთავსებული და მისი მოხსნა და დატოვება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. Mars Rovers 50 დიუმიანი 6 საბურავი აქვს და ისინი სპეციალურად მარსის ქვიშაზე სამოძრაოდაა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ თეორიულად ჯიპს 110 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა მარსზე სასიარულო სიჩქარე მხოლოდ 16-24 კმ/სთ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები