LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASCAR-მა სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნა

31

ამერიკული სარბოლო სერიის NASCAR-ის ორგანიზატორებმა ახალი, სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნეს. მათი ნამუშევარი უკვე ჩატარებული რბოლებიდან ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს ეძღვნება. მასში მრბოლელებად გადაცმული კასკადიორები ამა თუ იმ სარბოლო სცენას განასახიერებენ.
რგოლებში შიდა ჩემპიონატის Chase for the Sprint Cup-ს ამსახველი მომენტებია გადაღებული. ეს არის NASCAR-ის სერიის უმაღლესი დივიზიონის Sprint Cup-ის პლეი-ოფი. მასში მხოლოდ საუკეთესო მრბოლელები მონაწილეობენ.

სულ ბოლოს გადაღებული ვიდეო შეჯიბრის ნახევარფინალს ეძღვნება. რგოლში, რომელშიც პლაჟზე მრბოლელები დარბიან და ჰიდროციკლებზე ერთმანეთს ეჯიბრებიან, აღდგენილია სცენები NASCAR Sprint Cup-ის სამი რბოლიდან.

NASCAR Sprint Cup-ის ბოლო ეტაპი 2016 წლის 20 ნოემბერს შედგა. მის ფარგლებში გამარჯვება ჯიმი ჯონსონმა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები